У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
- პატიმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პირებს სასამართლომ წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. არასამთვარობო ორგანიზაციები მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ციხეში ე.წ. მაყურებლების არსებობის გამო.
- არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" აბაშაში 15 წლის მოზარდზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ამავე რაიონის პოლიციის თანამშრომელს ადანაშაულებს. ადვოკატი "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე პროკურატურამ, პატიმრობაში მყოფი პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლა მოითხოვა.
- გამოხმაურებები რუსეთის პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებებზე: საქართველოში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას ვერაფერი გაამართლებს.
- ბათუმში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით 22 წლის კოკა კეკელია მოკლეს. მკვლელობა მოხდა კახეთშიც. ბრალდებულმა ცოლისძმა მოკლა.
- ბულგარეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. ათიათასობით მოქალაქე ქვეყანაში უკანონობასა და კორუფციას აპროტესტებს და სოციალისტური მთავრობის გადადგომას მოითხოვს.