ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები სოციალურ ქსელში ისევ გავრცელდა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
(ახალი ამბები 03.04.2019)
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები სოციალურ ქსელში ისევ ვრცელდება. ამჯერად ვიდეო, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი ერთიანი საქართველოს ერთ-ერთ წევრს გოჩა გორგაძეს პირადი შეტყობინების სახით გაუგზავნეს. თუმცა ამბობს, რომ ლინკის გახსნისთანავე მიხვდა, რა კადრებიც იყო და პოლიციას აცნობა. ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამ კადრებს უგზავნიან და ახლა ფარული კადრების საქმეზე გირაოთი გათავისუფლებული 5 პირი სწორედ მათი ორგანიზაციის წევრია. ეკა ბესელია კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვას ელოდება. ამის შემდეგ კი თუ გამოძიება შედეგს ვერ დადებს და დამკვეთებს ვერ გამოავლენს, ამბობს, რომ ყველაფერს თვითონ დაარქმევს სახელს.
გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi