არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი და რა გეგმა აქვს მთავრობას მოსკოვის პროვოკაციების საპასუხოდ
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მოქალაქეთა საჩივრების შესწავლა მედიასთან პრემიერის შემაჯამებელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი: მთავრობის მეთაურმა დღეს ბოლო ერთი წელი შეაფასა. ბუნებრივია, შეკითხვების დიდი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაისვა. რა გეგმა აქვს ქვეყნის მთავრობას მოსკოვის პროვოკაციების და ოკუპირებული რეგიონებისთვის მომზადებული ე.წ. შეთანხმებების პასუხად - "მოამბის" ჟურნალისტის ამ კითხვის პასუხად პრემიერი ერთადერთ ბერკეტზე მიუთითებს და ეს ბერკეტი საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაა. რაც შეეხება უკრაინის აღმოსავლეთით განვითარებულ მოვლენებს: ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს, რომ ოფიციალური თბილისის მხარდაჭერა ჰუმანიტარულ დახმარებას და პოლიტიკურ განცხადებებს მოიცავს. დღეს პრემიერს ასევე ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ვალდიმერ პუტინს საქართველოს და უკრაინის მტრად. ქეთი ქარდავა ესწრებოდა შემაჯამებელ პრეს-კონფერენციას, - რა პასუხები მოისმინე პრემიერისგან?