Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

43-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა

43-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში სამოქმედო რაიონი V-ე ბრიგადის 51-ე ბატალიონისგან ოფიციალურად უკვე გადაიბარა. ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კოალიციური ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ 10 წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით "გენერალი კვინიტაძე" დააჯილდოვა. ბაგრამის საავიაციო ბაზის, ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდისა" და „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ 51-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, 51-ე ბატალიონმა თავის სამოქმედო რაიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურად შეზღუდა ამბოხებულთა მოქმედებები, რამაც რაიონში სტაბილურად უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სამხედრო მისია 51-ე ბატალიონმა უდანაკარგოდ შეასრულა და სრული შემადგენლობით ბრუნდება საქართველოში. 43-ე ბატალიონი მისიაში პირველად იმყოფება. ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდის" დაქვემდებარებაში ქართველი ჯარისკაცები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.
Мой аккаунт