Tuesday, 30 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

18 მაისი, 'იავნანა' პარიზის სალ ფლეიელში

18 მაისი, 'იავნანა' პარიზის სალ ფლეიელშიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
SANCTUS -- წმინდა არს 18 მაისი, 2012, დასაწყისი 20.00 საქველმოქმედო კონცერტი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრების ოცდამეთხუთმეტე წლისთავს 2012 წლის 18 მაისს პარიზის საკონცერტო დარბაზის სალ პლეიელში ფონდი გეგმავს სრულიად უნიკალურ საღამოს. მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები შეასრულებენ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მიერ შექმნილ განუმეორებელ ნაწარმოებებს და ასევე წარმოგვიდგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებს. პროგრამაშია ქართული საგალობლებიც სამების საპატრიარქო გუნდის შესრულებით, საღამოს თანხლებას გაუწევს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლასიკურ ნაწარმოებებს სხვა სოლისტებთან ერთად შეასრულებს პაატა ბურჭულაძე, რომელსაც გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაერომ 2006წელს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა, ხოლო 2010 წლიდან პაატა ბურჭულაძე გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის კეთილი ნების ელჩია. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში. საღამოს დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმიდესი და უნეტარესი ილია II
Мой аккаунт