წვიმამ იცის ფიქრები,გულის კარში შეღწევა, დაგიგულებს მარტო და უეცრად გეწვევა,, არა ჩემო მეგობარო, აღარ მინდა ოცნება, აღარ მინდა ქონება, არც არავის მონობა, ის კი ნუ გეგონება, რომ ჩემიდან გაგაგდე, ის კი ნუ გეგონება, თითქოს ჩემში დაგმარხე,
აღარ მინდა ფიქრები, ვისთვის როგორ ვიქნები, ვინ როგორად ჩამთვლის და ვის არ მოვეწონები..
აღარ მინდა სიტყვები,თქვენ სიტყვებით მშვიდდებით, მე სიტყვებით ვმცირდები...
გულის კარი ჩავკეტე, აღარ დამეფიქრებით..
ხალხის აზრი დანა, ყოველ ჯერზე დაგჩეხავს,ვიცი რომ სჯობს ღიმილი, ამ ყველაფრის დაწერას, მაგრამ დარდით ვაკავებ ამ ნაწამებ სიცოცხლეს, დარდი თუკი გავუშვი, მერე ვეღარ ვიცოცხლებ,,
ყოველ დღე რომ იბრძოლებ, მერე ხედავ ნაბრძოლებს, ქუჩაში რომ ხალხია,თითქოს ჩემს თავს მაგონებს,,მაგრამ მაინც არ მინდა დავემსგავსო, იმ თვალებს, არაფერი რომ არ სჩანს, და ძებნაში გაწვალებს, რომ არ მოსჩანს ის სული, რაშიც ნახო ნუგეში, მაგრამ მაინც ნუგეში, არ ხარ ჭუჭყის გუბეში, არც არავის გულებში,
მაგრამ სწორ გზას ადგახარ, შენს თავს ტალახს ნუ ესვრი..
შენს თავს მაინც გაუგე,
თუ ვერ მოგცეს ნუგეში,.'