საქართველოს პოლიციამ დღესასწაული აღნიშნა: აღლუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოში პოლიციის დღე 31 მაისს აღინიშნება. სადღესასწაული ღონისძიებები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი შენობის წინ გაიმართა. იხილეთ აღლუმის ამსახველი ვიდეო Sputnik საქართველოსგან
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს - გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება მოვიდა“ და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ კი - 2 ივნისი.
ბოლო წლებში პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.