საჰაერო-სადესანტო ჯარის საჩვენებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ვაზიანის პოლიგონზე საჰაერო-სადესანტო ჯარის საჩვენებელი წვრთნები გაიმართა.რამდენიმე დღეში საქართველოში „ნატოს“ ეგიდით დაიწყება მრავალეროვანი წვრთნები Noble Partner 2020. საქართველომ წინასწარ დაიწყო ამერიკული სამხედრო ტიპის თვითმფრინავიდან C-130 Hercules დესანტის გადმოსხმის დემონსტრირება პარტნიორებისათვის.
ოპერაციას თვალს ადევნედნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების სარდალი, „ნატოს“ ფეხოსანთა არმიის სარდალი და ამერიკული დიპკორპუსი ელჩის მეთაურობით.
Noble Partner საქართველოში 7 სექტემბერს უკვე მეხუთედ აიღებს სტარტს. მისი მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორი ქვეყნების თავსებადობის ტესტირება შავი ზღვის რეგიონში. სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს თავდაცვისა და შეტევითი ოპერაციების კონტექსტში ცეცხლით, მანევრით და საბრძოლო მხარდაჭერით.
წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 2,7 ათასზე მეტი სამხედრო პირი საქართველოდან და ნატოს წევრი ოთხი ქვეყნიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი, რომლებიც ეტაპობრივად ჩამოვლენ საქართველოში წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე.