სააკაშვილის მომხრეებმა რუსთავის ციხესთან აქციები ყოველდღიურად აქციეს
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
რუსთავის ციხესთან, სადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, მისი მომხრეები აქციებს ყოველდღე გამართავენ. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამოაცხადეს
თავად მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც შიმშილობას განაგრძობს, მხარდამჭერებს არჩევნების შემდგომი რევოლუციისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. საქართველოს უშიშროების სამსახურმა უკვე ირეაგირა ამ მოწოდებაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გარდა რუსთავის ციხესთან აქციისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თბილისში 6 ნოემბრისთვის დაგეგმილი დიდი მიტინგის წინ, საპროტესტო აქციებს მართავენ რეგიონებშიც. ენმ და ოპოზიციურ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები უნდობლობას უცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს.