დასავლეთ საქართველოში მოძალადეების სახლი დაწვეს - ვიდეო
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დასავლეთ საქართველოს მკვიდრებმა ცეცხლი მოუკიდეს მამა-შვილის სახლს, რომლებსაც რვა წლის გოგონას გაუპატიურებაში ედებათ ბრალი. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
მარტვილის რაიონის მკვიდრებმა, სასამართლო ვერდიქტის გაცხადებამდე გამოუტანეს განაჩენი მამა-შვილს, რომლებსაც რვა წლის გოგონას გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. მათი სახლის ადგილზე ახლა მხოლოდ ფერფლის გროვაა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულების სახლს პოლიცია იცავდა, ადგილობრივებმა მაინც შეძლეს სახლისათვის ცეცხლის მოკიდება.
მანამდე პოლიციამ დააკავა 65 და 35 წლის მამა-შვილი. მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება რვა წლის გოგონას გაუპატიურებას, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „გაუპატიურების“ მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას.