Friday, 26 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

„ამნისტია ყველასთვის“ - პატიმართა ოჯახებმა აქცია გამართეს

„ამნისტია ყველასთვის“ - პატიმართა ოჯახებმა აქცია გამართესУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დემონსტრანტებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით „¼-ით სასჯელის შემცირება პატიმრებს!“, „მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას“, „თავისუფლება უდანაშაულოებს!“, „თავისუფლება ქრონიკულად დაავადებულ პატიმრებს“. „ეს პატიმრების ოჯახებისა და ახლობლების მოთხოვნებია... დღეს ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ განცხადება, რომლის საფუძველზეც მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას...“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე კობაიძე. მომავალ კვირაში პარლამენტი შეუდგება ამნისტიის შესახებ კანონის დამტკიცების პროცესს, თუმცა ის შეეხება მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრად“ მოიხსენიებს. ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასულ კვირაში ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პატიმარს, და არა მხოლოდ „პოლიტპატიმრებს“. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით საქართველოს ციხეებში 9 125 ადამიანი იმყოფება. ბოლო მასშტაბური ამნისტია ქვეყანაში მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა.
Мой аккаунт