Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ზვიად გამსახურდიას სასტიკი წამება და მკვლელობა.

ზვიად გამსახურდიას სასტიკი წამება და მკვლელობა.У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
"ზვიად გამსახურდიას სასტიკი წამება და მკვლელობა". " გზა გოლგოთასკენ - ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულამდე ". ნაწილი პირველი: როგორც ცნობილია 1993 წლის 27 დეკემბერის საღამოს, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ადგილის გამოცვლის მიზეზით, სოფელ ჯიხაშკარიდან, ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან გამოიყვანეს და ძველი ხიბულისაკენ მიმავალ გზაზე პიკეტი დაახვედრეს. გუგუშვილს და დაცვის წევრებს, ზვიად გამსახურდია ჩამოაშორეს და მათგან განაცალკევეს. რის შემდეგაც უკვე 28 დეკემბრის ღამეს, იქვე მდებარე ტყეში სასტიკად აწამეს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ამ საქმისათვის საგანგებოდ შერჩეული მკვლელები, შევარდნაძე-გულუას მოთხოვნას ასრულებდნენ. პრეზიდენტი გამსახურდია თავისი ნებით უნდა გადამდგარიყო, რათა შევარდნაძის ლეგიტიმაცია მომხდარიყო. გამსახურდიამ გადადგომაზე და კაპიტულაციის გამოცხადებაზე უარი განაცხადა. ამიტომაც სასტიკად აწამეს, ჯერ ხელის მტევნები დაუზიანეს, შემდეგ ავტომატის კონდახებით ნეკნები ჩაუმტვრიეს. სულ ბოლოს კისერში ესროლეს და მოკლეს. ეს ტყვია თავის უკანა მარცხენა ნაწილის ქვედა ფუძეში გამოვიდა, რომელმაც თავი უკან გამოუნგრია მას. ამის შემდგომ თვითმკვლელობის ინსცენირების მიზნით, მეორე ტყვია მარჯვენა საფეთქელში ესროლეს, რომელიც მარცხენა ლოყაზე, მის ზედა ნაწილში, მარცხენა საფეთქლის ქვემოთ გამოვიდა. შემდგომ კი გვიან ღამით ასე მკვდარი მიიტანეს სოფელ ძველ ხიბულაში, ღურწკაიების სახლში. სადაც უკვე იმყოფებოდნენ, მათგან უკვე ტყვედ აყვანილი და პრეზიდენტის მკვლელობის პარალელურად დამუშავაბული და უკვე გადაბირებული გუგუშვილი და დაცვის ორი წევრი, მარგველანი და გვანცელაძე. ზვიადის ცხედარი გვიან ღამით ღურწკაიებისაგან მალულად, გარე ეზოდან ცალკე შესასვლელიდან აიტანეს მეორე სართულზე. ღურწკაიებს ცოცხალი ზვიადი არც უნახიათ. სიცოცხლის შენარჩუნებისა და შევარდნაძესთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, გუგუშვილი და მისი თანხმლები პირები, სამეგრელოდან მშვიდობიანად მოგვიანებით გულუას ხალხმა გაიყვანა.
Мой аккаунт