У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
შპს "ბათუმის წყალი" მუნიციპალურ საწარმოდ 2006 წელს დაარსდა. ჩვენ მოვიპოვებთ წყალს, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ვამუშავებთ და ვაწვდით ქალაქ ბათუმის მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს. კომპანია ექსპლუატაციას უწევს სანიაღვრე წყლების სისტემას და უზრუნველვყოფს მის ნორმალურ ფუნქციონირებას.
250 კაციანი პერსონალი ქალაქ ბათუმსა და მიმდებარე დასახლების 124 ათას მცხოვრებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. კომპანიის საქმიანობა მოიცავს:
- 650 კმ სიგრძის სიგრძის წყლისა და წყალარინების, მილსადენების, 2 წყალარინი სატუმბი სადგურისა და 150-ზე მეტი დროებითი მეორადი დაწნევის ტუმბოს ექსპლოატაცია
- წყალმიმღებების და ონკანიდან გამომავალი წყლის მუდმივი კონტროლი, საერთაშორისო სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება;
- დაზიანების დროული აღმოფხვრა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის გამარტივება და მომსახურების ოპერატიულობა;