Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თორრნიკე ნაროზაული - ძვირფასო მარიამ | Torrnike Narozauli - dzvirpaso mariam

თორრნიკე ნაროზაული - ძვირფასო მარიამ | Torrnike Narozauli - dzvirpaso mariamУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
Tornike Narozauli ძვირფასო მარიამ! ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით? არ მოგიწერიათ რამდენი ხანია, თბილისსში აპრილი დაგვიდგა თავდებით, და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს მარიამ. ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი, თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია, მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი, ამიტომ მოგწერეთ ძვირფასო მარიამ. ჩემს თავს საოცრად უცნობი რამ ხდება, გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია, დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება, არც თქვენი სიცილი არ მესმის მარიამ. რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე, ეს ალბათ ბავშური სისუსტის ბრალია, ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები მარიამ! დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ, დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან! გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ, გზა დამილოცია ძვირფასო მარიამ. წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად, რომ გითხარით, ჩურჩულით - მიყვარხარ, ძვირფასო მარიამ, მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი, მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს. ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ, ნიავს არ ვაკარებ, სულ თავზე ვევლები, ნუ დარდობთ, ტკივილი მე ბევრი მინახავს, წვიმს, როგორც იმ ღამით გეგონათ ცრემლები. მერწმუნეთ არ ვტირი, არ ვტირი მარიამ, ჩემი ხსნა ქრისტეა და მისი ჯვარია! /თორრნიკე ნაროზაული/
Мой аккаунт