Friday, 26 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თეორემა - შეურაცხყოფილი მეომარი და ივანიშვილის ცივი ომი კიევთან

თეორემა - შეურაცხყოფილი მეომარი და ივანიშვილის ცივი ომი კიევთანУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
გასული ერთი კვირის მანძილზე ააფეთქეს საყდრისის მაღარო, ბულდოზერებით გაანადგურეს დოღლაურის სამაროვანი, ხოლო ფინანსთა მინისტრმა წარმატებული მუშაობისთვის საკუთარი თავი და თანამშრომლები ისე დაისაჩუქრა აიფონებით, თითქოს ორი წელია არა ქვეყნის ბიუჯეტი, არამედ მხოლოდ საკუთარი შარვალი ერღვევა. გუშინწინ ხელისუფლებამ კიდევ ერთი სურპრიზი გაგვიკეთა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირით რუსული პროპგანდის მანქანა ალაპარაკდა. თავდაცვის უწყებამ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილი ანგარებაში ამხილა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა პროვოკაციაზე წამოგებად მონათლა, ხოლო მის სიკვდილში პოლიტიკურ ოპონენტებს დასდო ბრალი. ტექნიკური ხარვეზი და ემოციურ ფონზე დაშვებული შეცდომა - ასე აღწერა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა მისი უწყების მოქმედება მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა განცხადება დაიწუნა. ამ ინციდენტმა ნათელი გახადა, რომ რაც დრო გადის ივანიშვილის მთავრობას სულ უფრო უჭირს მოთოკოს ანტი-უკრაინული განწყობა. ყველას გვახსოვს ევრომაინდნის შესახებ ვიცი-პრემიერ კალაძის სიტყვები, რომ პროტესტი “ერთ ქუჩას არ სცდება”. მისი კოლეგა ჭიკაიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და ევრომაიდანი საფრთხედ დასახა. ჯერაც არ დასრულებულა ქართული ოცნების ისტერიკა უკრაინის ახალ მთავრობაში ნაციონალური მოძრაობის წევრების მიწვევასთან დაკავშირებით. დღე არ გავა, რომ ივანიშვილის რომელიმე ხელქვეითი უკრაინას ურთიერთობის გაფუჭებით არ დაემუქროს. ახლა ისე ჩანს, რომ ხელისუფლება დაგვიანებული ბოდიშით აპირებს თავის დაძვრენას. ალასანიას შემთხვევაში თუ ბამბაც აჩხრიალდა და პრემიერის შეფასებით “უპასუხისმგებლო” განცხადება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა, ჯანელიძის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება. რატომ - ამას სტუმრებთან ერთად მიმოვიხილავთ.
Мой аккаунт