გუშინ ღამით, ანუ მაშინ როდესაც საქართველო სიბნელეში ჩაიძირა, რუსული პრესა უკვე გვამცნობდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ერთ ან რამდენიმე ბრალს წარუდგენდა საქართველოს ხელისუფლება.
“სააკაშვილი საკუთარ ვარსკვლავურ საათს მოესწრო - მას გაასამართლებენ”, წერდა რუსული მედია მანამდე, სანამ ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა მოგვახსენებდა.
თავი ვერც ვიცე პრემიერმა შეიკავა - პროკურატურის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, კახი კალაძემ ფრიად ორიგინალურად დაუკავშირა ნაციონალური მოძრაობა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ქვეყანა ერთმანეთს და გამოგვიცხადა, რომ უშუქობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გასამართლებისგან ვერ დაიცავს.
"პუტინის და გაზპრომის აქციონერის, ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია, პუტინის საცეცები სუსტდება, ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ" - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისთვის ბრალის წარდგენას.
რატომ აღმოვჩნდით სიბნელეში და რას ემსახურება საქართველოს ექს პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება - პუტინისა და ივანიშვილის ინტერესებს, თუ სამართლიანობას. ამ თემებზე ვიმსჯელებთ დღეს თეორემაში.
სტუმრები: არჩილ მამათელაშვილი, ვატო ლეჟავა, ლევან კალანდაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, სერგი კაპანაძე, გია ნოდია, გივი თარგამაძე, გიზო უგულავა, გიორგი ბადრიძე.