Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თეორემა : პუტინის რბილი ძალა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ნაწილი I

თეორემა : პუტინის რბილი ძალა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ნაწილი IУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოზე საკუთარი გავლენისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია და დღემდე იყენებს ხისტ ძალას, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო თუ სამხედრო ინტერვენცია. თუმცა გარდა ხისტი ძალისა, პუტინი რბილ ძალასაც მიმართავს - თავისი მიზნების მისაღწევად იდეოლოგიური დივერსიის მეთოდებს იყენებს, ცდილობს რა დასავლეთი გარყვნილების ბუდედ, ხოლო რუსეთი ზნეობრივი სიწმინდის ოაზისად წარმოადგინოს. ამ საქმეში რუსეთი მართლმადიდებლობას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ხმარობს და დასაყრდენს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ადგილობრივ ეკლესიებშიც პოულობს. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც სასულიერო პირები ერთი-ერთზე იმეორებენ ვლადიმირ პუტინისა და მისი მოკავშირის, პატრიარქი კირილის რიტორიკას. სწორედ პუტინის მიზანს ემსახურება ანტიდისკრიმინაციული კანონისა და 17 მაისის ირგვლივ ატეხილი განგაში. პრორუსული ძალების ლიბერალური ღირებულებების გამავრცელებლებთან ბრძოლა ახალი მოვლენა არ არის. იგივე ხდებოდა მე-19 საუკუნეშიც: გახსოვთ ალბათ "ბურთივით მრგვალი ლიბერალის", ილია ჭავჭავაძის პასუხის პასუხი, რომელიც ზედმიწევნით მიესადაგება თანამედროვე ქართულ რეალობას. მოკლედ, დღეს საღამოს რუსეთის რბილ ძალაზე ვისაუბრებთ. გავიგებთ რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში 17 მაისს სალომე ბარკერის სიუჟეტში ვნახავთ, როგორ გამოიყურება რუსეთის რბილი ძალა მოქმედებაში.
Мой аккаунт