მართლმადიდებელი ეკლესია წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორე შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. დღევანდელ თარიღს მორწმუნეები, ტრადიციულად, მარხვით აღნიშნავენ.