Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

საუბარი რელიგიაზე: ეზიდები საქართველოში

საუბარი რელიგიაზე: ეზიდები საქართველოშიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
უკვე თვეებია ჩვენგან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით ისლამისტი ტერორისტების მიერ უმცირესობების მიმართ ძალადობას ვაკვირდებით. ღვთის სახელით განხორციელებული სისასტიკე ერაყელმა უმცირესობებმა კიდევ ერთხელ გამოსცადეს. იმ მრავალ უმცირესობას შორის, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია, ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში დევნის, არიან ერაყელი ეზიდებიც. საქართველოში ეზიდები წელს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციით ცდილობდნენ ქართული საზოგადოებისთვის შეეხსენებინათ, რომ საქართველოს დედაქალაქიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მათი ძმები და დები სიკვდილს გაურბიან და ხშირად, ამას ვერ ახერხებენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ქართული საზოგადოების ამ განუყოფელი ნაწილისთვის ტრიბუნა მიგვეცა და მათ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს ახლოს გავცნობოდით. ჩვენი სტუმრები არიან, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ფირბარი და ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი აგიტ მირზოევი
Мой аккаунт