საშობაო ზეიმი მესამე საჯარო სკოლაში.
ფერადი, ჭრელი, ინოვაციური, კრეატიული, სწორედ ასეთი გარემო დახვდა დღეს მესამე საჯარო სკოლაში მოწვეულ სტუმრებს, რომლებსაც მეორე კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს და სადღესასწაულო გარემო შეუქმნეს. მოზარდებმა დამსწე საზოგადოებას სიმღერები, ლექსები და ახალ წელზე მოძიებული ინფორმაციები გააცნეს და მათი მოწოენაბაც დაიმსახურეს. პატარებს, რომლებიც 6 ჯგუფადა დაიყვნენ კომპეტენტური ჟიური აფასებდა. გამოვლინდა ნომინაცია „წლის დღესასწაული", რომელიც წილად პროექტის ხელმძღვანელს დოდო კიკალიშვილს ხვდა.
ღონისძიებას ტრადიციული სანტაც ამშვენებდა, ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსი პუბლიკის წინაშე რაოდენ გასაკვირიც არ უნდ აიყოს გიტარით ხელში გამოცხადდა და მაყურებელს ინგლისურ ენოვანი სიმღერა ფიფქიასთან ერთად შესთავაზა.
დარბაზში პატარებს, მოგვიანებით მშობლებიც ჩაენაცვლნენ და მაყურებლისთვის რამდენიმე საახალწლო სიმღერაც ააჯღერეს. სიმღერები მოზარდების მიერ ორგანიზებულმა მოდის ჩვენებამ შეცვალა და მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა (შუმი)
საახალწლო ღონისძიებაზე, სანტას , ფიფქიას და სხვა კონცერტის გმირებს ქართული თოვლის ბაბუაც შეუერთდა და პატარებს ხურჯინში ჩაწყობილი საჩუქები ჩამოურიგა.