„ენა, მამული, სარწმუნოება“- ამ სახელწოდებით გაიმართა ღინისძიება მე-6 საჯარო სკოლაში.რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ეროვნული და რელიგიური ინტერესების გაღვივებას და ამ კუთხით ცოდნის ამაღლებას.პროექტმა მთლიანად მოიცვა ყველა კლასი. ბავშვებმა სცენაზე ქრისტეს ცხოვრებისა და წამების ეპიზოდები წაიკითხეს, აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.მოსწავლეებს კარგად ქონდათ გაცნობიერებული თითოეული დეტალი, განსაკუთრებული რუდუნებითა და მოწიწებით კითხულობდნენ სააღდგომო თემატიკისადმი მიძღვნილ ეპიზოდებსა თუ ლექსებს.მთელი ისტორია ქრისტიანობისა სხვა არაფერია, თუ არა ისტორია ერთადერთი სასწაულისა -ქრისტეს აღდგომისა, რომელიც მიმდინარეობს უწყვეტად ყველა ქრისტიანის გულში დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, საუკუნიდან საუკუნემდე- საშინელ სამსჯავრომდე. ღმერთკაცის აღდგომამდე სიკვდილი ადამიანის მეორე ბუნება იყო, სიცოცხლე კი- პირველი. მაგრამ თავისი აღდგომით ღმერთმა ყველაფერი შეცვალა. უკვდავება გახდა ადამიანის მეორე ბუნება, ბუნებრივი; სიკვდილი კი – არაბუნებრივი