საქართველოში შემოტანილი სოიოს ყველა პროდუქტი გენმოდიფიცირებული აღმოჩნდა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
გენმოდიფიცირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე - არასამთავრობო ორგანიზაცია სოიოზე ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. "სტრატეგიული კვლევების ცენტრის" დასკვნის მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ყველა სახეობის პროდუქცია, გეური ინჟინერიით არის მიღებული. და ეს იმ ფონზე, როდესაც აღნიშნულ საკვებ პროდუქტს შესაბამისი მარკირება არ აქვს. საშიშია თუ არა გენოდიფიცირებული სოიო ჯანმრთელობისთვის - ამ შეკითხვაზე მედიკოსებს ცალსახა პასუხი არ აქვთ, თუმცა ექიმების ნაწილი თანხმდება, რომ გენური ინჟინერიით დამზადებული სოიოს ფარში, შესაძლოა მძიმე დაავადეების მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.