???? ქალები მეცნიერებაში
მათემატიკამ მისი ყურადღება ადრეული ასაკიდანვე მიიპყრო. გააანალიზებინა, თუ რამდენად ძლიერი საშუალება იყო სამყაროს აღწერისთვის და ასე დაიწყო მისი სვლა მეცნიერებისკენ.
???? რთულმა და მძიმე 90-იანებმა ვერაფერი დააკლო მის განვითარების სურვილს და აფხაზეთიდან დევნილი მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აღმოჩნდა, სადაც განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა.
???? „თინეიჯერი ვიყავი, როდესაც გენდერული სტერეოტიპების არსებობა დავინახე, თუმცა მე ძალიან არ შემხებია, რადგან ოჯახიდან მომყვებოდა თავდაჯერება. ჩემი მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ სქესს პროფესიის არჩევისას მნიშვნელობა არ აქვს.
ახალგაზრდებს ვურჩევ, სწავლისას ყველა რესურსი გამოიყენონ – იქნება ეს ჰაკათონი, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი თუ რომელიმე ცენტრის მიერ შემოთავაზებული ტრენინგები, იზრუნონ თვითგანვითარებაზე. განსაკუთრებით გოგოებს ვურჩევდი, ყურადღება არ მიაქციონ გენდერულ სტერეოტიპებს და თამამად მოჰკიდონ ხელი მათთვის საინტერესო ნებისმიერ საქმეს.“
???? ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიმართულებით, ცხოვრებისეულ დაბრკოლებებსა და განვლილ გზაზე ვიდეოში თავად მოგითხრობთ.
#ქალებიმეცნიერებაში
#womeninscience
#iliauni
#scienceatiliauni