18 ივლისი, 2013
საქართველოში C ჰეპატიტით 200 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და ყოველწლიურად 2000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება,ძვირადღირებულ მკურნალობას დაავადებულთა მხოლოდ 10% ახერხებს. 2004 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში, მოსახლეობის 7% C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია, დაავადების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა,პრობლემა განსაკუთრებით მწვავედაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; როგორ ებრძვის სახელმწიფო პრობლემას, აქვს თუ არა დაინფიცირებულ ადამიანს გადარჩენის შანსი, რას სთავაზობს მთავრობა მოსახლეობას და როგორია ექსპერტების აზრი აღნიშნულ თემაზე.
სტუმრები: არჩილ თალაკვაძე - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, მარიამ ჯაში - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გელა ნიკოლაიშვილი - უფლებადამცველი, ოთარ კახიძე - "პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" მკვლევარი, ირმა ჭკადუა - ადვოკატი, პაატა საბელაშვილი - "ზიანის შემცირების ცენტრი", გიორგი რამიშვილი - "როშ ჯორჯიას" წარმომადგენელი.