Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

რეინჯერთა მოსამზადებელი კურსები

რეინჯერთა მოსამზადებელი კურსებიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
რეინჯერის კურსის მოსამზადებელ ეტაპზე მიიღებიან ნასამართლეობის არ მქონე 19-დან 30 წლამდე სამოქალაქო პირები, შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვში მყოფი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები, რომლებმაც გაიარეს სარეზერვო შეკრება. აღნიშნული პირები სურვილის შესაბამისად, ტესტირების გავლისა და სავალდებულო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, შეიარაღებულ ძალებში რეინჯერის კურსის მოსამზადებელ ეტაპზე ჩაირიცხებიან. წარმატებულ კურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ ელიტური სპეციალური ოპერაციების ძლების მებრძოლები. რეინჯერის კურსის მოსამზადებელ ეტაპზე მისაღები ტესტები სამ ნაწილად იყოფა. პირველად მსურველებმა ფიზიკური ტესტი უნდა ჩააბარონ, რაც მოიცავს მიწიდან აზიდვას, მუცლის პრესს, 3200 მ-ზე სირბილს და ღერძზე აზიდვას. შემდეგ კონკურსანტები ზოგად უნარ-ჩვევებში თეორიულ ტესტს აბარებენ და გასაუბრებას გადიან. რეინჯერთა სკოლა კახეთში, სოფელ მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. რეინჯერტა კურსი ორი სახისაა - ორთვიანი, რომელიც ამერიკული რეინჯერების მომზადების ანალოგიურია და ექვსთვიანი. ორთვიანისგან განსხვავებით ექვსთვიან კურსზე სამოქალაქო პირები მიიღებიან, რომლებიც წინასწარ 9 კვირიან წინამოსამზადებელ ეტაპს გადიან არმიაში მოქმედი ჯარისკაცების მომზადების დონესთან გათანაბრების მიზნით. შემდგომი ეტაპი კი უშუალოდ რეინჯერთა მომზადებას ეთმობა. ექვსთვიანი კურსი "კომანდოს" ტიპის წვრთნების მსგავსია. ანალოგიური სწავლება ნატოს წევრი ქვეყნების - თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის არმიებშიც არსებობს. რეინჯერის კურსის განმავლობაში მომავალი სამხედროები ტყეში, მთაში, დასახლებულ რაიონებში, რთული რელიეფისა და მკაცრი ამინდის პირობებში საბრძოლო ოპერაციების ჩატარებას სწავლობენ და ლიდერების უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. კურსის მთავარი ამოცანაა ჯარისკაცმა შეისწავლოს თუ როგორ მართოს ქვედანაყოფი კრიზისულ და სტრესულ სიტუაციაში.
Мой аккаунт