Saturday, 13 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

პროფესიული კოლეჯის მშენებლობა

პროფესიული კოლეჯის მშენებლობაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გლდანში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. მიხეილ სააკაშვილმა, გიგი უგულავამ და დიმიტრი შაშკინმა მშენებლებთან ერთად, თავადაც მიიღეს მშენებლობაში მონაწილეობა. რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი მუშებს ბეტონის ჩასხმაში, ბლოკების გადაზიდვასა და შედუღებით სამუშაოებში ეხმარებოდა. გლდანში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შენდება. კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს მიხეილ სააკაშვილი გაუწევს. გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა საძირკველში კაფსულის ჩაშვებით თავად ჩაუყარა საფუძველი მშენებლობას. ახალი პროფესიული კოლეჯი ლითონის კონსტრუქციით შენდება და იქნება სრულიად შემინული. უკვე გამართულია კარკასი, მიმდინარეობს მოპირკეთებისა და გადახურვითი სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში დაიწყება შემინვითი სამუშაოები. კოლეჯში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ტექნიკური დარგების მიმართულებით ისეთ მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ როგორიცაა: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი, ელექტრიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ბუღალტერი და სხვ. კოლეჯში პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.
Мой аккаунт