28 ოქტომბერი, 2014
23 ქალის საქმე - ყველა შემთხვევა გამოძიებისათვის სხვადასხვა სახელით კვალიფიცირდება, მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, სხეულის დაზიანება, ჩვენ ენაზე კი, ისინი მოკლეს. ჩვენ არ ვიცით რა კითხვები უნდა დავუსვათ ამ ქალების შვილებს, მამებს, ოჯახის წევრებს, ამიტომ ისინი არც სტუდიაში მოგვიწვევია და არც მათ სახლებში მივსულვართ კამერით, რადგან ასეთი ტრაგიკული და სკანდალური სურათები ჩვენ უკვე ვნახეთ.
რეალური სივრცის სტუდიაში ვლაპარაკობთ ვის რა პასუხისმგებლობა გვეკისრება და ვინ რა უნდა გავაკეთოთ: მედიამ, ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა, სხვადასხვა კონფესიის სულიერმა ლიდერებმა, რომ გადავეფაროთ იმ ქალებს, ვისი შველაც ჯერ კიდევ შეიძლება.
სტუმრები: გაგა ნიჟარაძე - ფსიქოლოგი;
მანანა შარაშიძე - ფსიქიატრი;
ლაშა ბუღაძე - მწერალი;
მანანა ფურცხვანიძე - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი;
მაკა ფერაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი;
თეო ხატიაშვილი -კინომცოდნე;
ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი;
ბაია პატარაია - ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი;
ანა სიდამონიძე - ბლოგერი;
ნატო შავლაყაძე - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე;
სანდრო ლორთქიფანიძე - მწერალი;
იასინ ალიევი -აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი;
გაზანფერ მამედოვი - საგარეჯოს საკრებულოს წევრი, იორმუღანლოს დეპუტატი;
ლელა ფირალიშვილი - კულტუროლოგი.