პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
პრეზიდენტობის კანდიდატები შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ქვემო ქართლში იმყოფებოდა. გაიმართა შეხვედრა თეთრი წყაროს რაიონის მოსახლეობასთან. გიორგი მარგველაშვილი გაეცნო რეგიონში არსებულ პრობლემებს, ესაუბრა ადგილობრივებს და პირდადად მათგან მოისმინა რა ხდება რეგიონში. მარგველაშვილთან ერთად, ქვემო ქართლში დავით სერგეენკო, შოთა ხაბარელი და გიორგი ვოლსკიც იმყოფებოდნენ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი კი შეხვედრებს თელავის რაიონში მართავს. ნინო ბურჯანაძემ თელავის საარჩევნო შტაბი გახსნა და ამით კახეთში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მოგვიანებით ნინო ბურჯანაძე ნაფარეულშიც ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა. მოუსმინა ადგილობრივებს და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
გიორგი თარგამაძე "ქრიტიან დემოკრატებთან" ერთად იმყოფებოდა გურიაში. "არა ერთსქესიან ქორწინებას" -- ეს არის იმ კამპანიის სახელწოდება, რომელსაც უკვე რამდენიმე კვირაა მოძრაობა საქართველოში მართავს. კონსტიტუციაში შესაბამის ჩანაწერის შეტანის მოთხოვნით, "ქრისტიან-დემოკრატებმა" 30 ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. ხელმოწერების შეგროვება "კარდაკარის" პრინციპით ისევ გაგრძელდება.