აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი არჩევნების მშვიდობიან ჩატარებაზე საუბრობს და ქართველ ხალხს ახალი პრეზიდენტის არჩევას ულოცავს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.მისი განცხადებით, ამერიკის საელჩო საპრეზიდენტო არჩევნების, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებებს იზიარებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ყუთთან ამომრჩეველმა საკუთარი ნება თავისუფლად გამოხატა.რიჩარდ ნორლანდი, ხელისუფლბას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ყველა საჩივარის გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით განხილვისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებებს, საპარლამენტო უმცირესობა ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებები არჩევნების დღეს ნამდვილად შეესაბამება. მის თქმით, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. "ცესკო"-ს წინასწარი მონაცემებით არჩევნებში 63,34%-ით კოალიცია "ქართლი ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 21,15%-ით გავიდა, ხოლო მესამეზე "დემორატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი ნინო ბურჯანაძე 9,66%-ით.