Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე / Oto Gurgenishvili - Loti (Me) Mtvaris shuqze

ოთო გურგენიშვილი - ლოთი (მე) მთვარის შუქზე / Oto Gurgenishvili - Loti (Me) Mtvaris shuqzeУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
Official Page - https://www.facebook.com/OtosPoetry ტექსტი: ლოთი (მე) მთვარის შუქზე ღამით ალკოჰოლში ცურავდა მთვარე, ვარსკვლავს უყვებოდა საოცარ ამბავს. მე კი მზის ამოსვლა ჩასვლას ვანაცვალე, ცის სარტყელები რომ ალიონს ქარგავს. სუნთქვა თან ერთვოდა თამბაქოს ქოშინს, ქუჩას მივათრევდი სხვა ქუჩის ბოლოს. ორსულ მზეს ამინდი წვიმებად მოშლის, ღრუბელს მიანებებს ზეცას,ებატონოს. ღამე იძერწება ვარსკვლავთ ქვეშაგებით, ბრაზიც შემომიჩნდა სადღაც ვინაიდან - ზეცას შევეღრუბლე მთელი გაშმაგებით, მწველ მზეს გავუშენე წვიმის პირამიდა. ქუჩას მივუყვები მთვარის განათებით, გული მიბაგუნებს როგორც თეატრონი. თაბახს დამიხევენ პროზის დალაქები, კალამს ავიღებდი ჩემს თავს შევატყობდი - თუ რას დავუწერდი ამ ლექსს დასასრულად, სული ათრთოლდა და მე რას გავხდებოდი. მუზა მთელს თაბახზე მელნით თავს გასულა, პოეტს დავირქმევდი მთელი თავხედობით.
Мой аккаунт