Friday, 12 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მისი ლირიკული გმირი ვერაფრით ეგუება თავის სიუცხოვეს, სინამდვილისგან სიშორეს, ინტენსიურად ეძებს საკუთარი მიკროსამყაროს გადალახვის და დიდ სამყაროსთან შეერთების გზებს. იგი, როგორც ჭეშმარიტი პოეტი ძალიან ადრე მიხვდა იმას, რაც პოეზიის ყველაზე დიდი საიდუმლოებაა, ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდამ იგრძნო, რომ: ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის, ეს ქარი მარტო ქარი არ არის, ისინი სადღაც, შიგნით მალავენ მას, რაც არ იყო დასამალავი. აქედან დაიწყო მისი ჯიუტი ძიება, სულისა და მატერიის უმძაფრესი დრამა. ასეთ გზას მხოლოდ ძლიერი ხასიათის პიროვნებები ირჩევენ. ოთარ ჭილაძის ლექსის ყველა ბილიკი, ყველა საკუთარი გარჯით და ტკივილით გაკაფული უღრანი, ყველა მთავარი მოძრაობა ერთ მხარესაა მიმართული. ეს ის მხარეა, სადაც ყოველი ცნობიერად ქართველი ადამიანის მრავალი ფიქრი და ზრახვა ჯვარედინდება. პოეზიის ძალით ამომსკდარი სევდა ეძებს მისასვლელს ადამიანების გულამდე, რათა დაივანოს მათ სულში და აქციოს ისინი სევდიან სილამაზედ. ოთარ ჭილაძემ მართლაც შედევრები შექმნა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოთარი, გალაკტიონის შემდეგ, ყველაზე დიდი ქართველი პოეტია.
Мой аккаунт