Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ორი აზდაკი: ეროსი & რამაზი

ორი აზდაკი: ეროსი & რამაზიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კავკასიური ცარცის წრე - Kavkasiuri Carcis Tsre ეს ორი ვიდეო დაახლოებით ერთიდაიგივე დროს არის ჩაწერილი. ეროსი მანჯგალაძე & რამაზ ჩხიკვაძე გოგი გეგეჭკორს ეკითხებიან თუ რა სწყინდა ეროსის ყველაზე მეტად. მან კი შემდეგი უპასუხა: "ერთ ამბავს გავიხსენებ მხოლოდ, ზოგს ეს არ სიამოვნებს. მაგრამ ფაქტებს ვერსად გაექცევი და სიმართლე ისტორიაში უნდა დარჩეს. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ეს ამბავი. 1977 წელს თეატრი უცხოეთში გაემგზავრა საგასტროლოდ (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - საარბრიუკენი, ფრანკფურტი - "კავკასიური ცარცის წრე"). მე იქ არ გახლდით, ეროსიმ რამაზ ჩხიკვაძის ავადმყოფობის გამო, ადრე ითამაშა აზდაკი და ერთობ წარმატებითაც. შემდეგ რამაზი გამოკეთდა და გასტროლებზე წასვლის წინ, ეროსიმ განუცხადა თეატრის ხელმძღვანელობას (დირექტორი - აკაკი ბაქრაძე, მთავარი რეჟისორი და დამდგმელი - რობერტ სტურუა), რომ იმ შემთხვევაში წავიდოდა მათთან ერთად გასტროლებზე, თუკი ათამაშებდნენ აზდაკს, რა თქმა უნდა, რიგში რამაზთან. ასეც გადაწყდა... მაგრამ, სამწუხაროდ, წარმოდგენის წინა დღეს გამოუცხადეს, რომ იმპრესარიოები და მაღალი რანგის კრიტიკოსები ესწრებიან და პირველმა შემადგენლობამ უნდა ითამაშოსო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ეროსის განაწყენება. იგი ჩაიკეტა სასტუმროს ნომერში და გასტროლების დამთავრებამდე გარეთ არც გამოსულა. თბილისში ჩამოსვლისთანავე განცხადება დაწერა თეატრიდან წასვლაზე... სამხატვრო საბჭოზეც გამოიტანეს ეს საკითხი, გამტყუნება დაუწყეს... მე ვეღარ მოვითმინე და მკაცრად გავილაშქრე ამ ყოვლად დაუმსახურებელი უტაქტობის გამო. ამან ზოგიერთების განაწყენება ჩემს მიმართაც გამოიწვია, მაგრამ რას იზამ, სიმართლეს ვერსად გაექცევი. დრო ყველაფრის მკურნალიაო - ამბობენ. ეროსისაც გადაუარა ნაწყენობამ... მაგრამ რაღაც მძიმე კვალი მაინც ჩაუტოვა მეხსიერებასა და გულში."
Теги: Erosi Manjgaladze

Мой аккаунт