Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მსოფლიოს - ხატია სულაბერიძე ( ბექა კოლხიტაშვილი)

მსოფლიოს - ხატია სულაბერიძე ( ბექა კოლხიტაშვილი)У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები, გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე.. უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები, დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ. ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ.. მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები, სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ. არსობდეთ იმდენად უბრალოდ არსობით, რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ.. აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით, სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ. იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად, სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ.. მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად, რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ. იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები, სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს.. იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები, რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს. შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები.. თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე, გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით. გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ, ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში.. სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ, ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში. სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ, დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ.. ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ, რომ დედა უფლისა სულ ყველას გწყალობდ
Мой аккаунт