Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ქართული ნაციონალური ბალეტი მეტეხი

ქართული ნაციონალური ბალეტი მეტეხიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
1987 წელს ჩამოყალიბდა, პროფესიონალური დასი სახელწოდებით „ქართული ნაციონალური ბალეტი მეტეხი" გარკვეული დროის შემდეგ, იმდენად გაიზარდა ანსამბლის პოპულარობა და მოთხოვნა ხელოვნების სწორი და პროფესიონალური მიმართულებით, რომ ანსამბლის დამფუძვნებელი, გელოდი ფოცხიშვილი ვალდებული გახდა შეექმნა ბავშვთა სტუდია. ბავშვთა ნაციონალური ბალეტის შექმნა,კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს უკავშირდება, 1990-91 წელს საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა მეტეხმა,გამართა ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პირველმა, ქართულ ქორეოგრაფიის ისტორიაში, გელოდი ფოცხიშვილმა დიდი ანსამბლის საკონცერტო პროგრამაში ჩასვა ბავშვების რამოდენიმე საკონცერტო ნომერი და შეუერთა შოუს, რასაც უმაღლესი შეფასება მოჰყვა როგორც ჟურნალისტების ასევე მსოფლიოს ცნობილი ქორეოგრაფების მიერ. ბავშვთა სტუდიის შექმნას საფუძვლად უდევს გამოჩენილი მოცეკვავის რუდოლფ ნურიევის სიტყვებიც გელოდი ფოცხიშვილის მიმართ, როცა ანსამბლი „მეტეხი", ატლანტიქსიტიში საგასტროლო ტურნეს მართავდა. აღფრთოვანებულმა რუდოლფ ნურიევიმ თქვა: -ჩემთვის მართლაცდა პირველად გახდა ცნობილი ქართველი ბავშვების ასეთი ოსტატური და ძალზედ მაღალი დონის ქორეოგრაფიული შესრულება, მადლობა გელოდი ფოცხიშვილის და იმ რეპეტიტორთა ჯგუფს ვინც ეს პატარა მოცეკვავეები ასე პროფესიუნალურად მოამზადა.
Мой аккаунт