THE song named - Mova Dro....
Performance : Nini Dedalamazishvili/ GIorgi Axvlediani
Music : Tatia Khelaia
Lyrics: Mariam Chumbadze/Tatia Khelaia.
არ ვიცი მაგრამ მგონი ვიცი რომ,
ჩემს ოცნებებში შენზე ვოცნებობ
და ეს ოცნებაც მომნატრებია
აზრი მეკარგება სუნთქვა მენატრება
ის სარკე გატყდა? მგონი, რომ არა
მაისი ისევ მალე დადგება
მინდა, რომ ღრუბლებში ვიკივლო მიყვარხარ
მინდა, რომ ვიცოდე ხვალ მზეს თუ ვნახავ
იცოდე, რომ ეს თამაში არ არის
არ ვიცი რატომ ვსველდები წვიმაში
ვიტირებ თუ შენ გამათბობ ამ ქარში
თბილისში შენთვის დავიკარგები
დავკარგე ის ვინც არასდროს მყოლია
დრო ხომ ყველაფრის მკურნალი გგონია
ფიქრებში ისევ ის ზღაპარია
შავი კონვერტი, წითელი ისარი
მისი სურათი, ჩემი მიზანი
ქარმა წაიღო და მარტო დამტოვა
მინდა, რომ ღრუბლებში ვიკივლო მიყვარხარ
მინდა, რომ ვიცოდე ხვალ მზეს თუ ვნახავ
იცოდე, რომ ეს თამაში არ არის
არ ვიცი რატომ ვსველდები წვიმაში
ვიტირებ თუ შენ გამათბობ ამ ქარში
მოვა დრო და სიმართლეს გაიგებ