ერთი მესამედი გადარჩება საქართველოში! ეს კი ძალიან ბევრია
გასული საუკუნის 70--იან წლებში ქ.ზაგორსკის სამონასტრო კომპლექსში დავესწარით კვირის, დილის წირვას. იმ დროინდელი აკრძალვების პერიოდში აღფრთოვანებულები ვუყურებდით იქ მოქმედ ეკლესიებს და თანაც ქართულად ვლაპარაკობდით. ორი საეკლესიო მსახური მოგვიახლოვდა და როცა გაიგეს რომ საქართველოდან ვიყავით გახარებულებმა გვითხრეს ბედნიერი ქვეყნის შვილები ხართ, არსებობს წმინდა წიგნი, სადაც წერია, რომ კავკასიის მთებში მყოფმა პატარა, ქრისტიანულმა, მარლთმადიდებულმა ქვეყანამ თავისი თავიც უნდა გადაირჩინოს და დანარჩენი მთელი კაცობრიობაც უნდა იხსნასო. კავკასიაში საქართველოს გარდა სხვა ასეთი ქვეყანა არ არსებობსო. საქართველო ყველაზე მეტად შეინახავს ჭ ქრისტიანულ რწმენას და ზნეობას და აუცილებლად გაბრწყინდებაო, მანამდე კი თქვენ უდიდესი განსაცდელი და უბედურება დაგატყდებათ თავს და ორი მესამედი დაიღუპებაო. ჩვენ შეშინებულებმა ვიკითხეთ ომი იქნება? მათ თქვეს , რომ ომში სიკვდილს არ ვგულისხმობთ, რადგან უფლისთვის მხოლოდ ის კვდება, ვინც სულიერად დაიღუპებაო და გეენიაში მოხვდებაო.
იმდროინდელი რელიგიური გაუნათლებლობის გამო ბევრს ვერ მივხვდით, მაგრამ დასახელებული რიცხვის სიდიდემ მაინც ძალიან შეგვაშფოთა. მათ გვითხრეს, ერთი მესამედი გადარჩებით და ეს ძალიან ბევრია, რადგან სოდომისა და გომორის დასაღუპავად, რომ მოვიდა, რომ იქ ერთი მართალი კაციც ვერ იპოვა უფალმა , საქართველოში კი ერთ მესამედს შეიწყალებს ღმერთი.
მოვა დრო და თითქმის მთელი მსოფლიო აღსდგება თქვენს დასაღუპავად, მაგრამ ერთი მესამედი ამ შემოტევას გაუძლებსა სხვებსაც იხსნის სულის დაღუპვისაგანო.
იმ დროს ჩვენც საქართველოში ჩამოვალთ, რადგან გადარჩენაც იმ მიწაზე იქნებაო.
მათ კიდევ ბევრი რამ გვითხრეს, მაგრამ ჩვენ იქიდან ვერც ვერაფერი გავიგეთ და დავიმახსოვრეთ. უფალი იყოს მართლაცჩვენი შემწე და მფარველი.
თსუ ასოცირებული პროფესორი
ნათელა გოგებაშვილი 2010 წელი მაისი