У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
„მოამბე"
16:47 | 2 იანვარი 2012
გორის დრამატული თეატრი საახალწლოდ პატარებს სპექტაკლზე ეპატიჟება.
"მოპარული ახალი წლის ზღაპარი" თეატრში 2-დან 14 იანვრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.
მიხო მოსულიშვილის პიესა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა. პატარებისთვის სცენაზე კომპიუტერული სამყარო ცოცხლდება, სადაც ბავშვები ზღაპრის გმირებთან ერთად იმოგზაურებენ.
თეატრის ფოიეში კი მოწყობილია საახალწლო ეზო, სადაც პატარები თოვლის ბაბუასაც შეხვდებიან.
http://1tv.ge/news-view/33429