Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მერაბ არაბული

მერაბ არაბულიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ქალავ მივდივარ, ხვალ დილას, მთისკენ შევჰყვები არაგვსა, და უკან ჩამოგიტოვებთ, შენაც და მაგ შენს ქალაქსაც. თუ ვერ დავბრუნდი მიგლოვე, ლოყა იხოკე ფრჩხილითა, მე კი შენს ნატვრას არაყით, ვუწამლებ ყოველ დილითა. ხშირ-ხშირად მომაგონდება, შენ დარდიანა თვალები, ეგ ოქროსფერი დალალი, ქარისგან ნაფრიალები. გტოვებ, დღეიდან შენ ამბავს ვკითხავ მოვარდნილ ქარებსა, შენ გათხოვებას მეტყვიან?! ლურჯას დავაკრავ ნალებსა. ქალაქში გამოვენთები, გამოვიყოლებ აბჯარსა, ქორწილში გამოგერევით, შენ ქმარს გადავჰკრავ ხანჯარსა. ვფიცავ რომ არც შენ დაგინდობ, ჩემ მოღალატე ქალასა, ცხენის გავაზე მაგაბომ, მაგაძოვიებ ბალახსა. მერე შენ სხეულს ცოცხალ-მკვდარს, ცრემლებს დავაფრქვევ ცხარესა, ვიტირებ ძაღლურ სიცოცხლეს, შენ გამო განამწარებსა. მაგ ცივ ბაგეებს დავკოცნი, მშვიდობით... გეტყვი მწუხარი საზიარებლად მომივლენ, ზეცა,ელ-ჭექი მქუხარი. თმაში ჩაგაწნავ გვირილებს, გულზე დაგაბნევ იასა, არაგვის ტალღებს გაბარებ, ისენ არ გიზმენ ზიანსა. ახლა კი ჩემო ლამაზო, მოკლულო ჩემი ხელითა, ნაგლოვო, ნასათუთარო ისევე შენი მკვლელითა. მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ჩაჰყევ არაგვის ჭალასა, მღვრიე ტალღები მიჰგვრიან, შენ სხეულს იმ შენს ქალაქსა. მე კი შენს მკვლელზე ვიძიებ, შურს და გავხტები ქარაფსა, კლდეებზე ჩავესისხლები, ჩავეხუტები არაგვსა, მემრ ჯოჯოხეთში მოგძებნი, კვლავ შეგიყვარებ ქალასა. მერაბ არაბული....
Мой аккаунт