Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მერაბ არაბული და თემო არაბული

მერაბ არაბული და თემო არაბულიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
*** ხანდახან *** შეთენდა და მთები სიშავეს იხდიან, არაგვიც კალაპოტს ხმაურით მიჰყვება, ფურცლებზე ლექსები თავისას იტყვიან სითეთრეც ნელ-ნელა სტრიქონით ივსება. ხანდახან ღამეებს ვათეთრებთ ლექსებით და ფეხზე გვკიდია,სამყარო სრულიად, ჩვენ-ჩვენი მიწა გვაქვს,და ჩვენი ფესვები მკერდიდან რომ გვიბღვერს,ქართული გულია. გულია ასე ვთქვათ,რკინისგან ნაგები, მამაცი,უშიში,უდრეკი და ასე... ვერაფერს დააკლებსზევსური ძალები თან რა დროს ზევსია?...ჭიქები დაავსე!. დაავსე!!! ცხოვრებას ვაგინოთ პატრონი, ჩავითვრეთ, ჩავიხრჩოთ ამ წყეულ მარანში, ვიღაცა აფრენსო, იტყვიან და მგონი შეშლილი პოეტი გაჩნდაო ქალაქში. ლუდიან ყანწებში იმღვრევა სინათლე გულიღა შემომრჩა, კალმისგან უტარო, და ყველა იმედებს ერთი რამ მიმართლებს, მთა მაინც მარგუნე, მადლობა უფალო. მთა? მთა ხო სულია? და სული კესანე, სული კი სუფთაა, არაგვის წყალივით, ჩვენ კი თაობები,მეორე, მესამე , ტროტუარს ვამძიმებთ, მეძავი ქალივით. ვამძიმებთ რითმებით, ლექსებით და რავი, ცოტათი ვამართლებთ პოეტურ ნააზრევს, ტყის პირას დავიდგით,სასახლედ, კარავი, ვჯღაბნით და ნაჯღაბნებს, ლექსები დაარქვეს. |მერაბ არაბული & თემო არაბული|
Мой аккаунт