Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მარაბდა-თეთრიწყარო

მარაბდა-თეთრიწყაროУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მარაბდა-თეთრიწყაროს სარკინიგზო ხაზის 29 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. დღეს, საქართველის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, რეაბილიტირებული რკინიგზის ხაზი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს ღია სააქციო საზოგადოება "აზერ როუდ სერვისი"-ს თავმჯდომარესთან, ჯავიდ გურბანოვთან და შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორთან ბიძინა ბრეგაძესთან ერთად გახსნა და პირველი თბომავლის სასინჯ გატარებას დაესწრო. სარკინიგზო ხაზის აღნიშნული მონაკვეთი "მარაბდა-თეთრწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" რეაბილიტაციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. "მარაბდა-თეთრწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" რეაბილიტაციის პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება. ამჟამად მისი პირველი ეტაპი - მარაბდა-თეთრწყაროს 29 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განხორციელდა მარაბდის, წინწყაროს და თეთრიწყაროს სარკინიგზო სადგურების და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სარკინიგზო ხაზის აღნიშნულ მონაკვეთზე: სრულიად განახლდა მიწის ვაკისი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 50-მდე ხელოვნურ ნაგებობას, აშენდა 2 ახალი სარკინიგზო ხიდი, მწყობრიდან გამოსული დაზიანებული ხის შპალები შეიცვალა რკინა-ბეტონის თანამედროვე შპალებით, დაიგო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სრულიად ახალი ლიანდაგი, გამოიცვალა საკონტაქტო ანძები. "მარაბდა-თეთრწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე რეგიონული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს. ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას და აზიიდან ევროპაში ტვირთების სწრაფად ტრანსპორტირებას.
Мой аккаунт