У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
„ატლანტიკ ჯგუფმა“ ქუთაისში ელეტროგამაცხელებლების ქარხანა გაიხსნა. ქარხანა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს და ინვესტორმა 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა . ქარხანაში გეგმიურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. დღეისთვის საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული.