У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
"ზუგდიდში კავკასიონის ქუჩაზე ჩვენი ოჯახი გაქურდეს. ერთ ტონამდე თხილი წაიღეს, რომელიც პირველ სართულზე გვქონდა. დავურეკეთ პატრულ, ვაცნობეთ პოლიციას და რეაგირებაც არ არის. ახლა პროკურატურაშიც ზუსტად ამ საკითხზე მოვედით"- აცხადებდნენ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან მოსული ზარანდიების ოჯახის წევრები. „ახალაიაზე უკეთესი ვინ გვყავდა? წავიდა როლანდ ახალაია პროკურატურიდან და „ქართულმა ოცნებამ" იმ დგიდან დაიწყო ჩვენი გაქურდვა", -- განუცხადეს ჟურნალისტებს პროკურატურის შენობასთან მოსულმა დაზარალებულებმა. მათი თქმით, მსგავსი ქურდობის ფაქტები კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებულად გახშირდა. პოლიცია კი მსგავს ფაქტებზე უმოქმედოა. ზარანდიები ქურდების მოძებნასა და მათთვის ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში წასვლით და მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.