Saturday, 27 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

იუსტიციის მინისტრის მისასალმებელი სიტყვა სასწავლო ცენტრის გახსნაზე

იუსტიციის მინისტრის მისასალმებელი სიტყვა სასწავლო ცენტრის გახსნაზეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ახალი ოფისი გახსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური წრეების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ. იუსტიციის სასწავლო ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მართლშეგნების ამაღლებას, მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესებას. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტრენინგი, ტესტირება და კონსულტირება. სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი საქმიანობის გაფართოების საშუალებას იძლევა. ორგანიზაციებს შეუძლიათ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატრენინგო, საკონფერენციო და კომპიუტერულ აუდიტორიებში დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის სასურველი ტრენინგი, ტესტირება ან სასწავლო ღონისძიება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ იუსტიციის სასწავლო ცენტრის რებრენდინგი განხორციელდა; შეიცვალა ლოგო და შეიქმნა ახალი საფირმო სტილი, რაც გულისხმობს ახალ ბრენდპლატფორმას. ახალი ბრენდი სრულად პასუხობს ცენტრის მრავალფეროვან მიზნებსა და საქმიანობას. იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ დრომდე საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში იყო განთავსებული, დღეიდან კი ცენტრს დამოუკიდებელი ოფისი ექნება. სასწავლო ცენტრის ახალ ოფისში სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ადმინისტრაციაც განთავსდება.
Мой аккаунт