Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

Irakli Alasania introduction of M.Kacitadze 04.14.2010

Irakli Alasania introduction of M.Kacitadze 04.14.2010У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ირაკლი ალასანიამ ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მამუკა კაციტაძე წარადგინა დღეს, „ალიანსი საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, „ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე წარადგინა. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სიმბოლურია, რომ სწორედ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, დედა ენის დღეს ხდება მათი კანდიდატის წარდგენა. მისივე თქმით, კაციტაძე არის კვალიფიციური, იგი ნამუშევარია თვითმმართველობის ორგანოებში, რაც თბილისის საკრებულოს სჭირდება. ეს არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და მოსახლეობა მალე დაინახავს. მოსახლეობასთან იგი ძალიან კარგად მიიტანს იმას, თუ რას სთავაზობს ალიანსი საქართველოსთვის დედაქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ჯანდაცვის პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც ჩვენ გუშინ გავმართეთ, ეს იქნება დასაქმების პროგრამა თუ ჩვენს მიერ შეთავაზებული განათლების რეფორმირების საკითხები. ვთვლი, რომ მამუკა კაციტაძეს აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ იგი იყოს გამარჯვებული - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
Мой аккаунт