Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

გუდაური სტუმრების გარეშე: როგორ ართმევს თავს კრიზისს ქართული კურორტი

გუდაური სტუმრების გარეშე: როგორ ართმევს თავს კრიზისს ქართული კურორტიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს ცნობილი კურორტი გუდაური პანდემიის გამო სოფელ-მოჩვენებას დაემსგავსა, სადაც ცარიელია კაფეები, ბარები, რესტორნები, სასტუმროები და ჰოსტელები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ გამოიყურება ახლა ეს ადგილი. კორონავირუსის პანდემია ნამდვილ გამოცდად იქცა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისათვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით დაზარალდა ტურიზმის სფერო. საკურორტო სეზონი გუდაურში, რომელიც საქართველოში დასვენების პრემიუმ-კლასის ადგილად მიიჩნევა და ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. წელს სრული ფიასკო განიცადა. წლის დასაწყისში აქ არ იყო თოვლი და წყალი. მარტში, როდესაც ნანატრი თოვლი მოვიდა, ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელდა, რომლის გამოც დაიკეტა საზღვრები როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ქალაქებს შორისაც.
Мой аккаунт