Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

GPI-s gancxadeba (1tv.ge 2011/02/02)

GPI-s gancxadeba  (1tv.ge 2011/02/02)У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
"ჯი-პი-აი" სადაზღვევო კომპანიების ერთ კონტექსტში მოხსენიებას გაუმართლებლად მიიჩნევს: კონტროლის პალატის მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სადაზღვევო კომპანია "ჯი--პი--აი" გასული სამი წლის მუშაობის შედეგებს აჯამებს. კომპანიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ, საქმის ბოლომდე შესწავლამდე, სადაზღვევო კომპანიების ერთ კონტექსტში მოხსენიება გამართლებული არ არის. აუდიტის წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 284 მილიონი ლარიდან, სადაზღვევო კომპანიებმა მოქალაქეებზე მხოლოდ 40 პროცენტი დახარჯეს. "ჯი--პი--აი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის, გიორგი კვირიკაძის განცხადებით, 4 წლის განმავლობაში მათი კომპანიის მოგებამ 7 პროცენტი შეადგინა, დაზღვევით ისარგებლა 81 000--ზე მეტმა ბენეფიციარმა, ანაზღაურების თანხამ კი 50 მილიონ ლარს მიაღწია. კომპანია ჰოსპიტალური განვითარების პროექტშიც ჩაერთო და მშენებლობა უკვე დაწყებულია. სოციალური პროგრამის ფარგლებში "ჯი--პი--აი ჰოლდინგმა" 10 საავადმყოფოს აშენების ვალდებულება აიღო, რომელსაც მიღებული მოგება, 5,5 მილიონი ლარი მთლიანად მოხმარდება. კომპანია მშენებლობის დასრულებისთვის დამატებით 20 მილიონი ლარის მოზიდვასაც გეგმავს. კონტროლის პალატაში კი აცხადებენ, რომ მაჩვენებლები მხოლოდ სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით დაიანგარიშეს.'' (წყარო: 1tv.ge)
Теги: GPI jandacva dazgveva

Мой аккаунт