Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე საუბრობს.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე საუბრობს.У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მეთხილეობა საქართველოში ახალი დარგია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 20 წლიანი პაუზის პერიოდში თავი იჩინა პრობლემებმა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებდა. სწორედ ამ მიზნით 2013 წელს შეიქმნა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია, რომლის მიზანია თხილის სექტორის უკეთესი მობილიზაცია, თხილის ექსპორტისა და მიღებული შემოსავლების ზრდა.ერთწლიანი მუშაობის პერიოდში ასოციაციამ თხილის სფეროში დასაქმებულთათვის ჩაატარა ტრენინგები ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ასევე ინკოტერმის საკითხებში. ასოციაცია ქართული თხილის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მუშაობს კომპანია ფერეროსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფერმერთა ასოციაციასთან რათა რეგიონში შეიქმნას 40-მდე საშრობი ცენტრი. გარდა ამისა, ასოციაცია მუშაობს რეგიონში აკრედიტირებული ლაბორატორიის გახსნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს თხილის საწარმოებს სწრაფად მიიღონ ხარისხის საერთაშორისო სერთიფიცირება და კულტურა ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდეს.სექტორის წლიური ბრუნვა 100 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, შარშან თხილის ექსპოტრიდან ქვეყანამ 167 მილიონი დოლარი მიიღო, წელს კი 130 მილიონი დოლარი. ხოლო რაც შეეხება ფასებს, წელს თხილის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თურქეთში, როგორც თხილის ნომერ პირვცელ ექსპორტიორ ქვეყანაში თხილის მოსავლის სიმცირემ გამოიწვია. რაც შეეხება კითხვას, ხდება თუ არა კომპანიებს შორის შეთანხმება თხილის ფასის ვარდნასთან დაკავშირებით, ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია ამბობს, ეს შეუძლებელია.ასოციაცია ამჟამად მთლიანად დარგში არსებული სტატისტიკური და სხვა ფაქტობრივი მასალების დამუშავებაზე მუშაობს იმ მიზნით, რომ ჩამოყალ;იბდეს დარგის განვითარების კონცეფცია.
Мой аккаунт