Wednesday, 17 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის - გინების და ჩხუბის ფონზე

განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის - გინების და ჩხუბის ფონზეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ჩხუბი, უცენზურო სიტყვები და ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს დარბაზში - ტარიელ ფოცხვერიასთვის გამოტანილ განაჩენს ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებულ ფოცხვერიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დანარჩენი სამი პირი კი, რომლებსაც ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედებათ ბრალი, ციხეში 6 წელს გაატარებენ. მოსამართლის გადაწყვეტილებამ გასამართლებულებისა და ახლობლების პროტესტი გამოიწვია, რაც მალე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება განსკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა გასამართლებულმა, ილია სახელაშვილმა, პროკურორს უცენზურო სიტყვებით მიმართა. დღევანდელი პროცესის მსვლელობისას დარბაზში მყოფი სამი ადამიანი ცუდად გახდა.
Мой аккаунт