Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას განცხადებით, ბაგრატის ტაძარი აუცილებლად დარჩება იუნესკოს დაცული ძეგლების ნუსხაში, რადგან რეკომენდაციები, რომელიც წარადგინეს, მინისტრის თქმით, შეიცავს სიცრუეს და ფაქტობრივ უზუსტობებს. ნიკოლოზ რურუამ განმარტა, რომ საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო შეთანხმდნენ, შესაბამისად ტაძარზე სამუშაოებიც უახლოეს მომავალში გაგრძელდება.კულტურის სამინისტროში სარეკონსტრუქციო პროექტის პრეზენტაციაზე მიმდინარე სამუშაოების ვიზუალური მასალა და ნახაზები წარმოადგინეს. ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ტაძარს რეკონსტრუქცია 1950--70 წლებში ჩაუტარდა, თუმცა ბაგრატის განახლების საჭიროება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, როცა ბოლო კვლევებმა ცხადყო, ტაძრის გამძლეობა ნულს უტოლდებოდა. ვაჩეიშვილის განმარტებით, ახალი სარეკონსტრუქციო სამუშაო ძველი გეგმის თანახმად მიმდინარეობდა და „იუნესკოსთან" იყო შეთანხმებული. „ბაგრატის ტაძარი წარმოდგენილი იქნება მთელი თავისი მრავალათასიანი რეკონსტრუქციით და პირველსახით", - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები მას შემდეგ გახდა საჯარო განხილვის საგანი, როცა „იუნესკოს" 36--ე სესიის წინასწარი დასკვნის მიხედვით, ბაგრატს „იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება დაემუქრა, რადგან ტაძრის რეკონსტრუქციის დროს გამოიყენეს რკინა--ბეტონის კონსტრუქცია და თავის მხრივ, ამ მიზეზით ძეგლის ავთენტურობა დაირღვა.
Мой аккаунт