У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავს გახსნიან. 20 მაისს 20 საათზე ქართველი მომღერალი სოლო კონცერტს გამართავს, ღონისძიება კი ვარსკვლავის გახსნით დასრულდება. კონცერტი მერაბ სეფაშვილის შემოქმედების 35 და დაბადებიდან 50 წლის იუბილეს ეძღვნება. საღამოზე მისულ მაყურებელს მომღერალი, ჰიტებად ქცეული სიმღერების თანამედროვე ინტერპრეტაციას შესთავაზებს.